Ф

ჭა ჭე ჭვ ჭი ჭლ ჭო ჭრ ჭუ ჭყ
ჭაბ ჭავ ჭალ ჭამ ჭან ჭარ

ჭავჭავაძე დავით ალექსანდრეს ძე

(1818-1884)

პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, შტაბსკაპიტანი, მიხეილ ვორონცოვის ადიუტანტი. მსახურობდა ლეიბგვარდიის გრენადერთა პოლკში. ყირიმის ომის დროს (1853-1856) ხელმძღვანელობდა კახეთის დაცვას შამილის რაზმებისაგან. 1854 წელს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მეფის ფლიგელ-ადიუტანტი გახდა. 1856 წელს თბილისის ეგერთა პოლკში გადაიყვანეს. 1861 წელს გენერალ-მაიორის ჩინი მიენიჭა და მეფის ამალაში ჩაირიცხა. ამავდროულად კავკასიის არმიაშიც მსახურობდა. ცოლად kჰყავდა ილია ბატონიშვილის ასული ანა.

იხ. აგრეთვე: დავითი
წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. ტ. 5, გრიგოლ ორბელიანი, (ნაწ. 4) / ტომის რედ.: ქეთევან გიგაშვილი, მარიამ ნინიძე. საგამომცემლო ცნობები /თბილისი, 2014 წ.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9