(1816-1882)
პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული, სამეგრელოს მთავარ დავით დადიანის მეუღლე. იყო სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი. მემკვიდრის სრულწლოვანებამდე, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 1853 წელს, რუსეთის იმპერატორმა რეგენტად დაამტკიცა. ყირიმის ომის დროს ეკატერინე პირადად მონაწილეობდა ოსმალთა სარდალ ომარ ფაშას წინააღმდეგ კამპანიაში. სამეგრელოს სამთავროს გაუქმების შემდეგ იგი დასახლდა ჯერ სანკ-პეტერბურგში (სადაც „სტატს დამის“ წოდება მიანიჭეს და წმინდა გიორგის მედლით დააჯილდოვეს), შემდეგ კი გერმანიაში გაემგზავრა. 60-იანი წლების ბოლოს, საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ II-ის ოჯახის მიწვევით, შვილებთან ერთად საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. გარდაიცვალა გულის ავადმყოფობით. დაკრძალულია მარტვილის მონასტერში, მეუღლის გვერდით.
წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. ტ. 5, გრიგოლ ორბელიანი, (ნაწ. 4) / ტომის რედ.: ქეთევან გიგაშვილი, მარიამ ნინიძე. საგამომცემლო ცნობები /თბილისი, 2014 წ.