Ф

ვა ვე ვი ვკ ვლ ვნ ვო ვრ ვს ვუ
ვოლ ვორ

ვორონცოვი მიხეილ სიმონის ძე

(1782-1856) (წერილებში მოხსენიებულია, როგორც მთავარმართებელი)

რუსი თავადი გენერალ-ფელდმარშალი, კავკასიის მეფისნაცვალი 1845-1854 წლებში. მანამდე იყო ნოვოროსიისკის გენერალ-გუბერნატორი და ბესარაბიის მეფისნაცვალი. 3 წლიდან 19 წლამდე ლონდონში იზრდებოდა, სადაც მამამისი რუსეთის იმპერიის ელჩად მუშაობდა. უდიდესი წვლილი შეიტანა ოდესის განვითარებაში. შამილის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჩეჩნეთში გამოჩენილი თავგანწირვისათვის პრინცის წოდება მიანიჭეს. 1848 წლისთვის დაღესტნის უდიდესი ნაწილი უკვე დაპყრობილი ჰქონდა. სარდლობდა დარღოს ოპერაციას, რომელიც რუსეთის მხედრობისთვის სამარცხვინო კრახით დასრულდა. თბილისში მის დროს დაარსდა საჯარო ბიბლიოთეკა, ბოტანიკური ბაღი, ქართული ჟურნალი, ოპერა, ქართული და რუსული თეატრი და სხვ.

წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. ტ. 5, გრიგოლ ორბელიანი, (ნაწ. 4) / ტომის რედ.: ქეთევან გიგაშვილი, მარიამ ნინიძე. საგამომცემლო ცნობები /თბილისი, 2014 წ.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9