(1817-1892)
თბილისელი, ხელმოკლე თავადი, რომელიც შემდგომში საკმაოდ დაწინაურდა სამხედრო სამსახურში: მთიელებთან ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისათვის აყვანილ იქნა ჯერ შტაბსკაპიტნის, შემდეგ კი კაპიტნის ხარისხში. ბოლოს კავალერიის გენერლის ხარისხიც მიენიჭა. იყო მთავარმართებლის მოადგილე და სახელმწიფო საბჭოს წევრი. 4 თვის განმავლობაში ნიკოლოზ ბარათაშვილთან ერთად მსახურობდა ქალაქ ნახჭევანში: ასრულებდა მაზრის უფროსის მოვალეობას.
წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. ტ. 5, გრიგოლ ორბელიანი, (ნაწ. 4) / ტომის რედ.: ქეთევან გიგაშვილი, მარიამ ნინიძე. საგამომცემლო ცნობები /თბილისი, 2014 წ.