რუსეთის იმპერატორი 1825-1855 წლებში. პავლე I-ის მესამე ვაჟი. ტახტზე ასვლა აღნიშნა დეკაბრისტების აჯანყების განადგურებით და მათი ხელმძღვანელების სიკვდილით დასჯით. ნიკოლოზ I-ის მეფობა აღინიშნა აბსოლუტური მონარქიის აყვავებითა და ბიუროკრატიული აპარატის გაძლიერებით, ყველგან ყაზარმული რეჟიმის დამყარებით. იგი სასტიკად ახშობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, აძლიერებდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას.
წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. ტ. 5, გრიგოლ ორბელიანი, (ნაწ. 4) / ტომის რედ.: ქეთევან გიგაშვილი, მარიამ ნინიძე. საგამომცემლო ცნობები /თბილისი, 2014 წ.