(1812-1857)
პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული, მუსიკოსი, მომღერალი, მოცეკვავე. წინანდალსა და თბილისში აწყობდა ოჯახურ სპექტაკლებს, სადაც თავადაც მონაწილეობდა. აღიზარდა პრასკოვია არსენიევა-ახვერდოვას პანსიონში, სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე ალექსანდრე გრიბოედოვი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აღარ გათხოვილა. ჩართული იყო სახელმწიფო საქმეებში. გარდაიცვალა მალარიით. ანდერძის თანახმად, დაიკრძალა მთაწმინდაზე, მეუღლის გვერდით.
წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. ტ. 5, გრიგოლ ორბელიანი, (ნაწ. 4) / ტომის რედ.: ქეთევან გიგაშვილი, მარიამ ნინიძე. საგამომცემლო ცნობები /თბილისი, 2014 წ.