(1826-1901)
მანანა ორბელიანის ქალიშვილი, ფრეილინა, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის, ალექსანდრე გაგარინის, მეუღლე. მისი ქმარი 1857 წელს მოკლა სვანეთის უკანასკნელმა მთავარმა კონსტანტინე დადეშქელიანმა მეფის რუსეთის მიერ სვანეთის სამთავროს გაუქმებისა და მთავრის საქართველოდან გასახლების განზრახვის გამო. შვილი არ ჰყავდა. გაზარდა ელენე იაკობის ასული ერისთავი. დაკრძალულია ყირიმში, გაგარინის მამულში. შვილობილმა ანასტასიას საფლავზე პატარა ეკლესია ააგო.
წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. ტ. 5, გრიგოლ ორბელიანი, (ნაწ. 4) / ტომის რედ.: ქეთევან გიგაშვილი, მარიამ ნინიძე. საგამომცემლო ცნობები /თბილისი, 2014 წ.