(1782-1856)
რუსეთის იმპერის სამხედრო მოლვაწე გენერალ-ფელდმარშალი (1829), გენერალ-ადიუტანტი (1825). ერევნის გრაფის წოდება მიენიჭა 1828 წელს და ვარშავის პრინცის – 1831 წელს. 1826 წელს სამხრეთ კავკასიის ჯარების სარდალი გახდა, ხოლო 1827 წელს – კავკასიის მთავარმართებელი. ერევნის ციხის აღების შემდეგ „ერევანსკის“ სახელით მოიხსენიებდნენ. პოლონეთის აჯანყების სისხლში ჩახშობის შემდეგ კი „ვარშავსკი“ უწოდეს. ახლანდელი თავისუფლების მოედანს თბილისში პასკევიჩის პატივსაცემად „ერევანსკის მოედანი“ ერქვა.
წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. ტ. 5, გრიგოლ ორბელიანი, (ნაწ. 4) / ტომის რედ.: ქეთევან გიგაშვილი, მარიამ ნინიძე. საგამომცემლო ცნობები /თბილისი, 2014 წ.