(1797-1848)
რუსი გენერალი, იმპერატორ ალექსანდრე I-ის წარმომადგენელი, უმაღლესი სასამართლოს მდივნისა და სამხატვრო სკოლის პროფესორის ვაჟი. დაიბადა ბერნში. მსახურობდა შვეიცარიის ჯარში. ნაპოლეონის წინააღმდეგ განხორციელებული კოალიციური ომის დროს მას უკვე მაიორის ჩინი ჰქონდა. იყო შტაბს-კაპიტანი ფინლანდიის პოლკის ლეიბ-გვარდიაში. მონაწილეობდა პოლონეთისა და დაღესტნის ომებში (1836-1844). დაჯილდოებული იყო სხვადასხვა სამხედრო ორდენით.
წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. ტ. 5, გრიგოლ ორბელიანი, (ნაწ. 4) / ტომის რედ.: ქეთევან გიგაშვილი, მარიამ ნინიძე. საგამომცემლო ცნობები /თბილისი, 2014 წ.