(1754-1806) ციციანოვი
გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. დაიბადა და სამხედრო განათლება მიილო მოსკოვში. გამოირჩეოდა რუსეთის იმპერიის ერთგულებით. 1802-1806 წლებში იყო კავკასიის მთავარმართებელი. მისი ძალისხმევით იმერეთის სამეფო შევიდა რუსეთის შემადგენლობაში. იყო რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის გამტარებელი კავკასიაში. 1806 წელს ბაქოში მოკლეს სპარსელებმა. დაკრძალულია სიონის ტაძარში.
წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. ტ. 5, გრიგოლ ორბელიანი, (ნაწ. 4) / ტომის რედ.: ქეთევან გიგაშვილი, მარიამ ნინიძე. საგამომცემლო ცნობები /თბილისი, 2014 წ.