იგივე ღუნძეთი, ხუნძახი. ფეოდალური სამფლობელო დაღესტანში. ავარიის სახანომ თავის ძლიერებას მიაღწია XVIII ს-ში და მოიცვა დაღესტნის ჩრდილო და დასავლეთი რაიონები. მისი გავლენის ქვეშ იყო მოქცეული ისტორიული კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი ჭარ-ბელაქანი. 1843 წელს ავარიის სახანო გააუქმა რუსეთმა და შექმნა გამგეობა, რომლის ზედამხედველობა დაეკისრა გრიგოლ ორბელიანს.
წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. ტ. 5, გრიგოლ ორბელიანი, (ნაწ. 4) / ტომის რედ.: ქეთევან გიგაშვილი, მარიამ ნინიძე. საგამომცემლო ცნობები /თბილისი, 2014 წ.