სანკტ-პეტერბურგი, ქალაქი ჩრდილოეთ ევროპაში, რუსეთის ფედერაციის ჩრდილო-დასავლეთით, ტურიზმის მნიშვნელოვანი ცენტრი. 1712-1728 და 1732-1918 წლებში რუსეთის დედაქალაქი იყო. პეტერბურგთანაა დაკავშირებული ქართული კულტურის განვითარების გარკვეული პერიოდი. XVIII საუკუნის 30-იანი წლებიდან აქ დაიწყო ქართველთა ინტენსიური კულტურულ-მეცნიერული მოღვაწეობა. XIX საუკუნის შუა წლებში კი პეტერბურგის უნივერსიტეტი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა ქართველთათვის.
წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. ტ. 5, გრიგოლ ორბელიანი, (ნაწ. 4) / ტომის რედ.: ქეთევან გიგაშვილი, მარიამ ნინიძე. საგამომცემლო ცნობები /თბილისი, 2014 წ.