დაღესტნის კულტურულ-ადმინისტრაციული ცენტრი XIX ს-ში, დღევანდელი მაჰაჩყალა - დაღესტნის დედაქალაქი. მდებარეობს კასპიის ზღვის პირას. ქალაქის ადგილას დასახლება გაჩნდა 1844 წელს,
როგორც რუსული სამხედრო სიმაგრე „პეტროვსკოე“. ადგილობრივები ამ ადგილს ყუმიხურ ენაზე უწოდებდნენ ანჯი-ყალას (Анжи-Кала, ფქვილის-ციხე). 1857 წელს დასახლებამ მიიღო ქალაქის სტატუსი და საპორტო ქალაქ „პეტროვსკ-პორტი“ (Петровск) სახელწოდება.
წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. ტ. 5, გრიგოლ ორბელიანი, (ნაწ. 4) / ტომის რედ.: ქეთევან გიგაშვილი, მარიამ ნინიძე. საგამომცემლო ცნობები /თბილისი, 2014 წ.