უკავია დაღესტნის უკიდურესი სამხრეთი ნაწილი, ცენტრი-სოფელი ახტა. მდებარეობს კავკასიის მთავარი ქედის ჩრდილო ფერდობის გასწვრივ. მოიცავს მდინარე სამურის სათავეებს. შეიქმნა 1839 წელს. 1840 წლიდან შედიოდა კასპიის ოლქის, 1846 წლიდან-დერბენდის გუბერნიის, 1860 წლიდან დაღესტნის ოლქის, ხოლო 1921 წლიდან დაღესტნის რესპუბლიკის შემადგენლობაში. გაუქმდა 1928 წელს.
წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. ტ. 5, გრიგოლ ორბელიანი, (ნაწ. 4) / ტომის რედ.: ქეთევან გიგაშვილი, მარიამ ნინიძე. საგამომცემლო ცნობები /თბილისი, 2014 წ.