აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აჩ აწ აჭ ახ აჰ
ანა ანბ ანგ ანდ ანე ანო ანტ

ანალიტიკური მეთოდი

ანალიზური მეთოდი, წერა-კითხვის სწავლების მეთოდი, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ანალიზი იწყება ფრაზებიდან და სიტყვებიდან და დადის მარცვლებამდე და ასო-ბგერებამდე. XIX საუკუნის რუსეთში ამ მეთოდს პროპაგანდას უწევდნენ სტუდიტსკი და ზოლოტოვი, საქართველოში კი ეს მეთოდი პირველად და უკანასკნელად გამოიყენა ი. გოგებაშვილმა ანბანური და ბგერითი სინთეზური მეთოდების საპირისპიროდ (მ. თალაკვაძე).

„უცხოთა ენათ შესწავლისათვის არსებობს ორი უმთავრესი მეთოდი - სინტეტიური და ანალიტიური“ (I, 481); „ანალიტიური ინდუქტიური მეთოდი ... აი რა არის საჭირო ამგვარი წერილებისათვის“ (II, 19); ... ანალიტიური მეთოდით იყო შედგენილი“ (V, 105); „ჩვენ დროიანათ დავინახეთ დავბრუნებოდით ანალიტიურ მეთოდსა და ამასთან იგი დაგვეკავშირებინა სინტეტიურ მეთოდთან“(V, 105).

წყარო: შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, 1994 .-64გვ. 20სმ.- 5-505-01892-0 : სახელშეკრ. ფასი, 1000 ც.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9