იგივეა, რაც ანბანური მეთოდი, რომელიც გულისხმობს ასო-ბგერათა სწავლებას მათი ალფაბეტური რიგის მიხედვით: „რა ნაკლოვანება აქვს ჩვეულებრივ ანბანების მეთოდს? ამ მეთოდის პირველი და უმთავრესი ნაკლოვანება იმაში მდგომარეობს, რომ ანბანი იწყება ასოებიდგან. ასოები ცალ-ცალკე არა საგანს არ აჩვენებენ, არა ჰაზრს არ ჰხატვენ, ამიტომ სწავლის დაწყება ასოებიდგან ყმაწვილისათვის არის მავნებელი" (V, 7).
ანბანური მეთოდი ასოთშეერთებითი მეთოდის სახელითაც არის ცნობილი.
წყარო: შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, 1994 .-64გვ. 20სმ.- 5-505-01892-0 : სახელშეკრ. ფასი, 1000 ც.