ებ ეგ ედ ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ექ ეღ ეყ ეხ ეჯ
ერდ ერთ ერკ ერჯ

ერთკლასიანი სკოლა

სასწავლო დაწესებულება რევოლუციამდელ რუსეთში. ასეთი სკოლები გაიხსნა სახალხო განათლების სამინისტროს „ერთკლასიანი და ორკლასიანი სასწავლებლების დებულებისა“ (1869) და „ორკლასიანი სასოფლო სასწავლებლების ინსტრუქციის“ (1875) საფუძველზე. „დებულება“ სახალხო განათლების მინისტრს უფლებას აძლევდა სოფლის საზოგადოებათა „განჩინების“ საფუძველზე დიდ სოფლებში მოსახლეობის ხარჯზე გაეხსნა „სანიმუშო“ სასწავლებლები : „იმ ერთ-კლასიან და ორკლასიან სასოფლო სკოლებს კი... შეუძლიანთ კარგი აზრიანი წერა-კითხვა ასწავლოს ქართულს ენაზედ“ (II, 459).

წყარო: შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, 1994 .-64გვ. 20სმ.- 5-505-01892-0 : სახელშეკრ. ფასი, 1000 ც.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9