სპეციაური კლასები, რომლებიც ბავშვებს ამზადებდნენ საშუალო და არასრული საშუალო სასწავლებლების I კლასში შესასვლელად. 1872 წლის წესდებით მათი გახსნა ივარაუდებოდა ყველა გიმნაზიასა და პროგიმნაზიაში. ღებულობდნენ 8-10 წლის ბავშვებს. 1900 წ. I კლასში შესასვლელად მოსამხადებელი კლასების მოსწავლეთათვის დაწესდა მისაღები გამოცდები : „სამხედრო გიმნაზიას უნდა ჰქონოდა მოსამზადებელი კლასი“ (I, 40);
„ჩვენ საზოგადოებას ... საშუალო სასწავლებლების გახსნა არ შეუძლია ყმაწვილებისათვის, ეს მაინც უშველონ საქმეს, დააწესონ საზოგადო მოსამზადებელი კლასები (I, 41).
წყარო: შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, 1994 .-64გვ. 20სმ.- 5-505-01892-0 : სახელშეკრ. ფასი, 1000 ც.