ნა ნე ნი ნო
ნაბ ნავ ნათ ნალ ნამ ნაო ნაქ ნაღ ნაშ ნახ

ნათიური ანბანი

ნათიევის - გორის საოსტატო სემინარიასთან არსებული მოსამზადებელი განყოფილების ქართული ენის მასწავლებელ ნათიშვილის მიერ შედგენილი ქართული ენის სახელმძღვანელო, რომელშიც ქართულის ნაცვლად რუსული ასოები იყო გამოყენებული. ეს სახელმძღვანელო არ გამოცემულა, რადგანიგი მკაცრად გააკრიტიკეს ი. ჭავჭავაძემ და ი. გოგებაშვილმა : „მას შკოლაში შესვლის უმალვე რვა წლის ბავშვების გონება ერთბაშათ დაუტვირთავს ... ძნელი საქმით: ქართული წერა-კითხვითა, რუსული წერა-კითხვით, რუსული ენის სწავლებით, რუსული სიმღერების სწავლებით და თავის მოგონებული ნათიური ანბანით!“ (I, 45).

„ეს საშინელი შედეგი მოიტანეს შვილებმა, რომლებიც იმითი მაინც სჯობდნენ ნათიევის პროსემინარიასა, რომ მათში ადგილი არა ჰქონდა ნათიურს ანბანს" (I, 48).

წყარო: შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, 1994 .-64გვ. 20სმ.- 5-505-01892-0 : სახელშეკრ. ფასი, 1000 ც.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9