დაბალ სამეურნეო სასწავლებელზე უფრო ნაკლები განათლების მიმცემი სკოლა. ი. გოგებაშვილს მხედველობაში აქვს მევენახეობისა და ბაღოსნობის შემსწავლელი კურსები, რომელიც ოძისის მამულში უნდა გახსნილიყო. კურსები მოამზადებდა ნასწავლ მუშებს : „სამინისტროს წესდების ძალით, ამ ნახევარ-სკოლაში შემსვლელმა უნდა კარგად იცოდეს რუსული წერა-კითხვა" (III, 388).
წყარო: შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, 1994 .-64გვ. 20სმ.- 5-505-01892-0 : სახელშეკრ. ფასი, 1000 ც.