პა პე პი პლ პრ პს პტ
პან პას პატ პაწ პაჭ

პანსიონი

ვაჟთა ან ქალთა საშუალო, ზოგჯერ უმაღლესი დახურული სააღმზრდელო ან საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულება გაბატონებული კლასების ბავშვთათვის. პანსიონის აღსაზრდელები სრული ან ნაწილობრივი ქირის (ზოგჯერ უფასოდაც) ხარჯზე მთლიანად პანსიონის კმაყოფაზე იმყოფებოდნენ : „სამოსწავლო ოლქი აპირებს პანსიონებს მხოლოდ იმ რეალურ სასწავლებელთათვის, რომლებიც დაფუძვნებულია ქართველთა მიწა-წყალს გარეშე, ხოლო თბილისისა და ქუთაისის გუბერნიის რეალურს სასწავლებლებს სტოვებს უპანსიონოდ“ (IV, 123);

„კომიტეტმა მოინდომა შეეცვალა ხსენებული მუხლი ისე,რომ დაბალის წოდების შვილები ბანკის ხარჯით სკოლის პანსიონში აღარ მიეღოთ“ (IV, 85);

„ყოვლად რიგიანი პანსიონის დაარსება ითხოვს დიდს ფულსა“(IX, 212).

წყარო: შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, 1994 .-64გვ. 20სმ.- 5-505-01892-0 : სახელშეკრ. ფასი, 1000 ც.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9