რა რბ რე რო რძ რწ
რეა რექ

რეალური სასწავლებელი

სასწავლო დაწესებულება რევოლუციამდელ რუსეთში, გერმანიასა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. მათი დაარსება გამოიწვია საბუნებისმეტყველო მეცნიერული და ტექნიკური ცოდნით აღჭურვილ კადრებზე მოთხოვნილების ზრდამ. შეიცავდა 6 ძირითად კლასს და VII დამატებითს, რომელიც უმაღლეს ტექნიკურ და სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლებში შესასვლელად მოსამზადებელ კლასად ითვლებოდა. „ქართველები ... შეადგენენ რეალურ სასწავლებლებში - 3,3%" (III, 129);

„სამოსწავლო ოლქი აპირებს პანსიონებს ... რეალურ სასწავლებელთათვის“(IV, 123).

წყარო: შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, 1994 .-64გვ. 20სმ.- 5-505-01892-0 : სახელშეკრ. ფასი, 1000 ც.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9