სა სდ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სო სპ სტ სუ სწ სხ სჯ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საკ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საჩ საწ სახ

სამრევლო სკოლა

საეკლესიო–სამრევლო დაწყებითი სკოლა, რომელიც მრევლის გამგებლობაში იყო. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იგი შეცვალა ზოგად საგანმანათლებლო საერო სკოლამ : „საჭიროა ინასულოს ხოლმე ... სადირექციო სამრევლო და სკოლები“ (III, 453);

... უფრო უკეთესად დააკმაყოფილებს მოთხოვნილებას იქითა და აქეთა საქართველოსას, საერო და სამრევლო სკოლებისას“ (III, 80).

ეკლესიის მრევლთან არსებული სასწავლო დაწესებულება, რომელიც პირველდაწყებით განათლებას იძლეოდა. 1804 წლის წესდებით რუსეთში სამრევლო სკოლებში სწავლების ვადა ერთი წელი იყო. ღებულობდნენ ყველა წოდების ბავშვებს. ამ სკოლების მიზანი იყო ბავშვების მომზადება საბაზო სასწავლებლებისათვის. 1828 წლის წესდებით ამ სკოლების ერთადერთი მიზანი იყო პირველდაწყებითი, მეტ-ნაკლებად ყველასათვის საჭირო ცოდნის გავრცელება. ამ დროიდან ისინი განკუთვნილი იყო ყველაზე დაბალი ფენებიდან გამოსულ ბავშვთათვის. იმავე წლის წესდებით ნებადართული იქნა II კლასის გასსნა ასეთ სკოლებში. 1864 წლიდან ისინი იქცნენ დაწყებითი სახალსო სასწავლებლების ერთ-ერთ ტიპად და ამ დროდან ოფიციალურად ეწოდა საეკლესიო-სამრევლო სკოლები : „გორში არის... სამრევლო სკოლა“ (VI, 603);

„ჩვენს მეზობლებს სომხებსა და თათრებს მრავალი სამრევლო სკოლა ჰქონდათ“ (IV, 153);

„ქართული სამრევლო სკოლები ისეთსავე შევიწროებაში იყვნენ, როგორც სადირექციო სკოლები (IV, 153);

„დიდი სამსახურის გაწევა შეეძლო ... სასულიერო წოდებას სამრევლო სკოლების გახსნით“ (1,250).

წყარო: შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, 1994 .-64გვ. 20სმ.- 5-505-01892-0 : სახელშეკრ. ფასი, 1000 ც.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9