სა სდ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სო სპ სტ სუ სწ სხ სჯ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საკ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საჩ საწ სახ

საკვირაო სკოლა

რევოლუციამდელი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა მოზრდილთათვის (მუშების, გლეხების, ხელოსნების, მოსამსახურეებისათვის), რომელშიც მეცადინეობა კვირაობით ტარდებოდა. ასეთი სკოლები იხსნებოდა მოწინავე ინტელიგენციის, მეტწილად სტუდენტი ახალგაზრდობის ინიციატივით. წარმოადგენდა სკოლისგარეშე განათლების ერთ-ერთ დაწესებულებას : "საკვირაო სკოლები იხსნება იმ მოზრდილ ყრმათათვის, რომელთაც სამუდამო სკოლა არ ღირსებიათ (I, 272);

"სწავლას საკვირაო სკოლებში კისრულობენ მასწავლებლები" (I, 272);

"პრაქტიკამ უკვე დაამტკიცა, რომ საკვირაო სკოლა ... იაფი და ადვილი ღონისძიებაა" (I, 273).

წყარო: შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, 1994 .-64გვ. 20სმ.- 5-505-01892-0 : სახელშეკრ. ფასი, 1000 ც.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9