მაღალი ტიპის დაწყებითი სკოლა, განათლების მეორე საფეხური (სამრევლო სასწავლებლის შემდეგ) რევოლუციამდელ რუსეთში. არსდებოდა საგუბერნიო და სამაზრო ქალაქებში „ყოველგვარი წოდების“ მოსწავლეთა მოსამზადებლად საგიმნაზიოდ. შეიცავდა ორწლიან სასწავლო კურსს. 1872 წლის დებულებით ისინი შემდეგ საქალაქო სასწავლებლებად გადაკეთდა; „სამაზრო სასწავლებლებში 1872 წელს ქართველები 18% შეადგენდნენ“ (III, 130).
წყარო: შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, 1994 .-64გვ. 20სმ.- 5-505-01892-0 : სახელშეკრ. ფასი, 1000 ც.