ერთკლასიანი და ორკლასიანი სახაზინო სასწავლო დაწესებულება რევოლუციამდელ რუსეთში ... ერთკლასიან სასწავლებელში სწავლების ვადა სამი წელი იყო, ორკლასიანში - 5 წელი (ერთკლასიანი სწავლების ჩათვლით). სამინისტროს სკოლების გახსნა აკრძალული იყო იქ, სადაც უკვე არსებობდა საეკლესიო-სამრევლო სკოლები : „ორკლასიანს სამინისტრო სკოლაში რევიზია მოუხდენია ინსპექტორს" (IV, 352);
„თვით სამინისტროს სკოლებში ეს მუნჯური მეთოდი არსად არ არის დამკვიდრებული“ (III, 105).
წყარო: შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, 1994 .-64გვ. 20სმ.- 5-505-01892-0 : სახელშეკრ. ფასი, 1000 ც.