რევოლუციამდელ რუსეთში ადმინისტრაციული რაიონი, რომელიც რიმოდენიმე გუბერნიას შეიცავდა, - სასწავლო ოლქი. სასწავლო ოლქები დაწესდა „სახალხო განათლების წინასწარი წესების საფუძველზე 1803 წ. თავდაპირველად შეიქმნა სასწავლო ოლქი : მოსკოვისა, ს.-პეტერბურგისა, ყაზანისა, ხარკოვისა, ვილნოსა და დერპტისა. XX ს. დამდეგს რუსეთში 12 სასწავლო ოლქი იყო, მათ შორის კავკასიის სასწავლო ოლქი (შედიოდა 7 გუბერნია): „ჯერ მოსკოვის სამოსწავლო ოკრუგის სკოლებში იქმნა შემოღებული...“ (V, 719).
წყარო: შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, 1994 .-64გვ. 20სმ.- 5-505-01892-0 : სახელშეკრ. ფასი, 1000 ც.კ