| | |
სამოქალაქო სკოლა, საქალაქო სასწავლებელი, მაღალი ტიპის დაწყებითი სასწავლო დაწესებულება ქალაქის წვრილი ბურჟუაზიისა და მოსამსახურეების შვილებისათვის. 1872 წ. 11 მაისის დებულებით რუსეთში ისინი შეიქმნა სამაზრო სასწავლებლების ბაზაზე. ხელოსანთა, წვრილი მოსამსახურეებისა და ვაჭრების შვილებს აძლევდა მაღალი ტიპის დაწყებით განათლებას და გამოყენებითს ცოდნას. ღებულობდნენ არა უმცირეს 7 წლის ბავშვებს. მოსწავლეები ეუფლებოდნენ რაიმე ხელობას. იყო 1, 2, 3 და 4-კლასიანი სამოქალაქო სასწავლებლები. სწავლების ხანგრძლივობა 6 წელს უდრიდა. სწავლა ფასიანი იყო : „დიმიტრი ბაქრაძე ... რამდენიმე წელს იყო მასწავლებლად სამოქალაქო სასწავლებელში“ (IV, 490);
„სამოსწავლო გეგმები ერთსა და იმავე დროს იწყებენ რუსულის ენის სწავლებასა სამოქალაქო და სასოფლო სკოლებში“ (VIII, 413).
„ახალქალაქში არსებობს სამ-კლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი“ (VI, 611).
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |