სამასწავლებლო ინსტიტუტი, პედაგოგიური სასწავლო დაწესებულება, რომელიც პირველ ხანებში ამზადებდა მასწავლებლებს სამაზრო და სამრევლო სასწავლებლებისათვის, შემდეგ-საქალაქო სასწავლებლების და უმაღლესი დაწყებითი სკოლებისათვის :„საოსტატო ინსტიტუტის დირექტორს მახაროვს მიანდეს ახალი სამოსწავლო გეგმის შედგენა“ (IV, 491);
„ადგილობრივმა მთავრობამ იგინი მოიწონა თანახმად საოსტატო ინსტიტუტის ქართველი სპეციალ-პედაგოგების მოხსენებისა“ (III, 235).
წყარო: შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, 1994 .-64გვ. 20სმ.- 5-505-01892-0 : სახელშეკრ. ფასი, 1000 ც.