საშუალო სასულიერო სასწავლებელი. ღებულობდნენ უპირატესად ეკლესიის მსახურთა შვილებს სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ. სწავლების ვადა ექვსწლიანი იყო. იძლეოდა ზოგად განათლებას კლასიკური გიმნიზიის მოცულობით. უფროს კლასებში ისწავლებოდა საღვთისმეტყველო საგნები. კურსდამთავრებულებს უფლება ჰქონდათ ემასწავლებლათ დაწყებით სკოლებში : „ჩვენი სასულიერო სემინარიიდან (სასულიერო აკადემიაში) არ იგზავნება არავინა და თუ იგზავნება - თითო-ოროლა“ (IV, 530).
წყარო: შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, 1994 .-64გვ. 20სმ.- 5-505-01892-0 : სახელშეკრ. ფასი, 1000 ც.