პატარა ნივთების ჩასალაგებელი, მხარიღლივ გადასაკიდი ჩანთა ხურჯინის ტიპისა (შალის, აბრეშუმის, ტილოს ან ტყავის). აბგით დაჰქონდათ ხელნაწერი წიგნები და გრაგნილები, საგზალი, ხელსაქმე და სხვ. დასტაქრები აბგაში აწყობდნენ სამკურნალო იარაღებსა და წამლებს. აბგით წამლებს წვრილი ვაჭრებიც დაატარებდნენ სოფლიდან სოფლად.
ლიტ.: გ. ჯალაბაძე, დასურათებული ლექსიკონი, 200; ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი. თბ., 2013.
წყარო: ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია : (ძირითადი მახასიათებლები) / [შემდგ. : ნ . ანთელავა, მ. ბუკია, ი. კვაშილავა, მ. ჩუხუა]; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი .- თბ. , 2023 .-.თავფურც. ავტ. აღნიშნული არ არის . – ბიბლიოგრ. : გვ. 682-694694 .- ISBN 978-9941-503-98—6.