დიდი სიმძიმის ასაწევი იარაღი. შედგება ოთხი ნაწილისაგან: საყრდენი ქვა, ჰორიზონტალურად დადებული გრძელი და მსხვილი ხე, რომლის წამახულ წვერზე ვერტიკალურად დგება აზარმაცის ბოძი, ხოლო ამ ბოძის თავზე ჰორიზონტალურად გაიდება "შადაგი". აზარმაცის დაწევით ბოძი შადაგს აწვება და შადაგი კი ასაწევად გამიზნულ სიმძიმეს. აზარმაცის გამოყენება ბოლო დრომდის ფართოდ იყო გავრცელებული ქართლში დარბაზული სახურავის ასაწევად, როდესაც მისი გატეხილი თავხეების გამოცვლა სურდათ. აზარმაცი ოწინარის ტექნიკური ნაირსახეობაა.
ლიტ.:ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი. თბ.,2013.
წყარო: ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია : (ძირითადი მახასიათებლები) / [შემდგ. : ნ . ანთელავა, მ. ბუკია, ი. კვაშილავა, მ. ჩუხუა]; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი .- თბ. , 2023 .-.თავფურც. ავტ. აღნიშნული არ არის . – ბიბლიოგრ. : გვ. 682-694694 .- ISBN 978-9941-503-98—6.