მამაკაცის ჩექმები. ძირიანი, მარალყელიანი ფეხსაცმელი, რომლის ყელსა და ქვედა ნაწილს ცალ-ცალკე კერავდნენ და ერთმანეთს მიაკერებდნენ. ქუსლში და წვერთან მაგარ ტყავს დააკერებდნენ და კალაპოტზე გადაჭიმავდნენ. მანამდე კალაპოტზე "შპილკებით" ტყავის სარჩულს ამაგრებდნენ. შემდეგ შემოვლებდნენ არშიას, ძირს დადებდნენ და შეკერავდნენ. ბოლოს ხის ქუსლასაც დაუდებდნენ.
ლიტ.:მასალები...,1983:216,253
წყარო: ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია : (ძირითადი მახასიათებლები) / [შემდგ. : ნ . ანთელავა, მ. ბუკია, ი. კვაშილავა, მ. ჩუხუა]; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი .- თბ. , 2023 .-.თავფურც. ავტ. აღნიშნული არ არის . – ბიბლიოგრ. : გვ. 682-694694 .- ISBN 978-9941-503-98—6.