აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან
აივ

აივანა

1.ჯილღის მსგავსი სახვნელი, მისი სახესხვაობა. ჯილღის სახვნელის ნაწილი - აივანა მხოლოდ ბუდის სიდიდით და ტარის სიგრძით განსხვავდებოდა. აივანას ყურები უფრო გადაშლილი და მაღალი, წინა ცხვირი კი - ვიწრო იყო. აივანა ისეთ ნიადაგებში გამოიყენებოდა,სადაც მიწა მკვრივი იყო და გვალვას უმკლავდებოდა. ასეთ ნიადაგებში აივანას ვიწრო სახნისი ადვილად ჩადიოდა; მას კორდის გასატეხადაც იყენებდნენ.

2. გრძელი ხე, უკანა ნაწილით ოდნავ მოღუნული და მაჭვასთან მიერთებული.

ლიტ.: ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი. აჭარა.პროექტის ავტორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი ნ.მგელაძე. ბათუმი,2018.

წყარო: ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია : (ძირითადი მახასიათებლები) / [შემდგ. : ნ . ანთელავა, მ. ბუკია, ი. კვაშილავა, მ. ჩუხუა]; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი .- თბ. , 2023 .-.თავფურც. ავტ. აღნიშნული არ არის . – ბიბლიოგრ. : გვ. 682-694694 .- ISBN 978-9941-503-98—6.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9