აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან
აკვ აკი აკლ აკო

აკიდო

1.მოკლედ აჭრილი ვაზის წყვილ მტევნიანი რქა;

2. სიმინდის წყვილი ტარო, ფუჩეჩით შეკრული,

3.ტირიფის წნელზე ასხმული ყურძნის მტევნები ზამთარში შესანახად;

4.აკიდო - ვაზის ჯიში, საჯავახოს რაიონში.აკიდო საჯავახოს სოფელ ამაღლებაში ხარობდა, აგრეთვე სამეგრელოს სოფლებშიც: კინჩხა, გორდი, ნახუნევო. კახეთში, ქართლში ყურძნის კრეფის დაწყებამდე პირველ რიგში ჩხის ან აკიდოს სახით იმ ვაზს აჭრიდნენ, რომელიც ამა თუ იმ წმინდანისათვის ჰქონდათ სახელდებული, შეთქმული - ოღონდ ნუ დამისეტყვავ და ჭირში ნუ მომახმარო. აკიდოს სანამ სალოცავში არ დაკიდებდა ოჯახის უფროსი კაცი, ვაზის ხელის ხლება აკრძალული იყო. პირველად მოკრეფილი ყურძენი სალოცავს ეკუთვნოდა. აკიდო ვაზის ორმტევნიანი რქის სახელწოდებაა. აკიდო, ზოგადად, რქის სახელი სხვადასხვაა იმის მიხედვით, თუ როგორ ასხია მტევნები. აკიდო ისეთი რქა არის, რომელსაც მტევნები წყვილად ასხია (ქართ. კახ. ქიზ. იმერ.). ლეჩხუმში მას "აკიდონი"ჰქვია. სულხან-საბას განმარტებით, "აკიდო (არის) ხილი ერთად შებმული." მრავალმტევნიანი რქის სახელწოდება შემდეგნაირია: ჩხა (ქართლ, კახ., ლეჩხ.); გრჯღა (კახ.); ჯღა (ქიზ., ლეჩხ.); ჯაგანი (კახ., იმერ.).

ლიტ.: ლ. ასათიანი, ვაზის კულტურასთან დაკავშირებული ... თბ., 1978:30-32; სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, თბ., 1991:43; ქართ. ეთნ. ლექს. 2009:11; ერ. ნაკაშიძე, მევენახეობა-მეღვინეობა..., 1929:25:33; ნ. თოფურია, მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები კახეთში, მსე XXI, 1981:124.

წყარო: ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია : (ძირითადი მახასიათებლები) / [შემდგ. : ნ . ანთელავა, მ. ბუკია, ი. კვაშილავა, მ. ჩუხუა]; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი .- თბ. , 2023 .-.თავფურც. ავტ. აღნიშნული არ არის . – ბიბლიოგრ. : გვ. 682-694694 .- ISBN 978-9941-503-98—6.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9