აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან
აკვ აკი აკლ აკო

აკლდამა

მიცვალებულთა განსასვენებელი ქვის ნაგებობა, როგორც მიწის ქვეშ, ასევე მიწის ზევით. ხალხური ქვითხუროობის პრაქტიკაში აკლდამური განსასვენებლების შენებას განაპირობებდა სათანადო ტრადიცია, ეკონომიკური შესაძლებლობა და ქვითხუროობის მაღალი დონე. ეთნოგრაფიულ ყოფაში აკლდამური განსასვენებლის საუკეთესო ნიმუშებია დაცული დასავლეთ საქართველოში - ჭოგნარში, ითხვისში, მანდაითში, ჯიხაიშში და სხვაგან. უძველესი აკლდამური სამარხების საუკეთესო ნიმუშები აღმოჩენილია მცხეთაში.

ლიტ.:ე.ნადირაძე, ქართული ქვითხუროობა იმერეთში.თბ., 2001.

წყარო: ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია : (ძირითადი მახასიათებლები) / [შემდგ. : ნ . ანთელავა, მ. ბუკია, ი. კვაშილავა, მ. ჩუხუა]; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი .- თბ. , 2023 .-.თავფურც. ავტ. აღნიშნული არ არის . – ბიბლიოგრ. : გვ. 682-694694 .- ISBN 978-9941-503-98—6.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9