აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან
აკვ აკი აკლ აკო

აკო

კუთხ. ფშ., ხევს.,მოხ.)

ბეღლის ერთ-ერთი დანაყოფის სახელია (თვალი, ხარო, ხვიმირა, საგვერდული).დანაყოფი თვლები გამოიყენებოდა:მარცვლეულის, ფქვილის, გამომცხვარი პურის სათავსოდ., ინახავდნენ ჟამ-ჭურჭელსაც. პირველად მზადდებოდა დირეები. ჩარჩო იკვრებოდა ულურსმნოდ, შვერილის ბუდეებში ჩასმის წესით. ფიცრები დირეთა ღარებში თავსდებოდა და მჭიდროვდებოდა საჭიკავის მეშვეობით. ზოგიერთი აკო წარმოადგენდა ცალკე სათვსს და ოთხ ფეხზე იდგა. ჰქონდა ასახდელი სახურავი. აკოს დასამზადებლად საუკეთესო იყო რცხილა, წიფელა და ცაცხვი. მოხევეთა ყოფაში აკოს სახელდახელო საწოლის ფუნქციაც ენიჭებოდა. გამართავდნენ კარების უკან, აწვენდნენ ახლად დაქორწინებულებს. დამახასიათებელი იყო დიდი ოჯახებისათვის.

ლიტ.: ბედუკიძე, ხალხური ავეჯი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში.თბ.,1973.

წყარო: ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია : (ძირითადი მახასიათებლები) / [შემდგ. : ნ . ანთელავა, მ. ბუკია, ი. კვაშილავა, მ. ჩუხუა]; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი .- თბ. , 2023 .-.თავფურც. ავტ. აღნიშნული არ არის . – ბიბლიოგრ. : გვ. 682-694694 .- ISBN 978-9941-503-98—6.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9