აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან
ალა ალე ალვ ალთ ალი ალკ ალმ ალო ალუ

ალიზი

1.ქვიშა ცემენტის ნარევი ხსნარი, რომელსაც იყენებენ ქვის, აგურის, ან "ბლოკით" ნაგებობათა მშენებლობისას. 2.გამოუწვავი, მზეზე გამომშრალი ბლოკი, რომელსაც იყენებდნენ საშენ მასალად. მზადდება თიხის, ქვიშის, თივის ან ნამჯის ნარევისაგან, ხელით ან ყალიბით. ალიზის დამზადება ქართული აგურის ჭრის დროს გამოყენებული ყველა წესის თანმიმდევრობით მეორდება. განსხვავება არის საშენი მასალის შეზავებაში. ანტიკურ ხანაში ალიზი ერთ-ერთი ძირითადი საშენი მასალა იყო. საქართველოში ალიზი ცნობილია ძვ. წ. მე-6-ე ათასწლეულიდან.

ლიტ.:ივ. ჯავახიშვილი, მასალები საქართველოს მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, 1946; მ.ზანდუკელი, ქართული ხალხური კერამიკა,1982.

წყარო: ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია : (ძირითადი მახასიათებლები) / [შემდგ. : ნ . ანთელავა, მ. ბუკია, ი. კვაშილავა, მ. ჩუხუა]; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი .- თბ. , 2023 .-.თავფურც. ავტ. აღნიშნული არ არის . – ბიბლიოგრ. : გვ. 682-694694 .- ISBN 978-9941-503-98—6.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9