| | |
საშობაო მისალოცი სიმღერა და საწესო მსვლელობა (ალილოზე სიარული)საქართველოში. შობის წინა საღამოს ახალგაზრდები (ზოგან ისე გადაცმულნი, რომ არ ეცნოთ) ჯგუფ-ჯგუფად კარდაკარ დადიოდნენ და სოფელს ქრისტეშობის დადგომას ულოცავდნენ, რისთვისაც ფულისა და პროდუქტების სახით გარკვეულ საჩუქრებს იღებდნენ. ზოგიერთ კუთხეში, მაგალითად, ქიზიყში, ალილოზე მოსიარულეები და სახლის პატრონი წინასწარ თანხმდებოდნენ ("აგაშენოთ, აგაშენოთ ვთქვათ?" -პასუხი: "თქვით"), რაც იმის ნიშანი იყო, რომ მასპინძელი საჩუქარს გაიღებდა, და იწყებდნენ სიმღერას:
"ოცდახუთსა და ამ თვესა,
ქრისტე დაბადებულა,
შობაც მობრძანებულა.
ადე, აანთე სანთელი
მამა დაგიდგეს ნათელი..."
"ჩიტი ღობეზე შამოჯდა,
იძახოდა ნინო, ნინო,
ჭიჭლით ღვინო გამოგვიტა,
შეგეწიოს წმინდა ნინო..." ან კიდევ:
"ალათასა, ბალათასა,
ხელი ჩავკარ კალათასა,
ერთი კვერცხი გამოგვიტა,
თქვენი სახლის ბარაქასა.
განა მართლა მთხოვრები ვართ?
ქრისტეს მახარობლები ვართ.
მილოცვის შემდეგ ოჯახის უფროსი მომლოცველებს დაასაჩუქრებდა.
ლიტ.: ს. მენთეშაშვილი. ქიზიყური ლექსიკონი. თბ., 1943.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |