აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან
ალა ალე ალვ ალთ ალი ალკ ალმ ალო ალუ

ალმურა

წითელყურნიანი საღვინე ჯიში იყო. იგი მაღლარების სახით, ზემო აჭარაში, განსაკუთრებით სოფელ ალმეს მიდამოებში ყოფილა გავრცელებული. სხვა ადგილობრივი წითელი ჯიშებისაგან ალმურაც განსხვავდებოდა,რის გამოც, მას, როგორც უსახელო ჯიშს, ლიტერატურაში, სოფელ ალმეს მიხედვით, "ალმურას" უწოდებდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა მას "შავი ყურძნის" სახელწოდებითაც იცნობდა. უსახელო შავი ყურძნის ჯიშები აჭარაში, მეტადრე ხულოს რაიონში, მრავლად მოიპოვებოდა, რომლებიც როგორც ამპელოგრაფიული ნიშნებით, ისე სამეურნეო ღირებულებებით ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდებოდნენ. მაღლარად გაზრდის გამო,ალმურას ვაზები მოუვლელი, ამინდზე უშუალოდ დამოკიდებული და, შესაბმისად, მოუსავლიანი იყო. თუ ამინდი დაუდგებოდა, მაშინ უხვ მოსავალს გამოიღებდა. მის მოსავალს, ძირითადად, მოსახლეობა ყურძნად იყენებდა, ანდა ბადაგის სახით შესქელებულ ყურძნის წვენს ამზადებდა.

ლიტ.:ქართველი ხალხის...2018:35; შ. ნიჟარაძე,ქართული ენის... 1971:83.

წყარო: ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია : (ძირითადი მახასიათებლები) / [შემდგ. : ნ . ანთელავა, მ. ბუკია, ი. კვაშილავა, მ. ჩუხუა]; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი .- თბ. , 2023 .-.თავფურც. ავტ. აღნიშნული არ არის . – ბიბლიოგრ. : გვ. 682-694694 .- ISBN 978-9941-503-98—6.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9