ძუძუთა ბავშვის სულის მომვლელი საიქიოში. ხევსურთა რწმენით, სულეთის ღმერთი უსუსურ ბავშვებს აბარებს ამბოკვრებს, რომელთა მოვალეობას მათზე ზრუნვა შეადგენს. ჭირისუფალი სამზეოდან რძეს "სახელს უდებს" და ამბოკვარს მიმართავს: "ვინც ჩემის ყმაწვილის ამბოკვარი ხარ, ამითამც ადუმებ, ამ ასახვრეტითამც ულბობ პირს, უძუძურობითამც ნუ დაგაღონებს. შენიმც სახმარია ეს ზისცვარი".
ლიტ.,მ. ბალიაური, ნ. მაკალათია.მიცვალებულის კულტი არხოტის თემში\\ მასალები საქართველოს ეტნოგრაფიისათვის, 3. 1940, გვ.61.
წყარო: ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია : (ძირითადი მახასიათებლები) / [შემდგ. : ნ . ანთელავა, მ. ბუკია, ი. კვაშილავა, მ. ჩუხუა]; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი .- თბ. , 2023 .-.თავფურც. ავტ. აღნიშნული არ არის . – ბიბლიოგრ. : გვ. 682-694694 .- ISBN 978-9941-503-98—6.