აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან
ამა ამბ ამგ ამი ამლ ამუ ამქ

ამულეტი

საგანი, რომელსაც მორწმუნე ატარებს უმთავრესად ყელზე ჩამოკიდებულს ავი თვალისა და ავი სულისაგან დასაცავად. მსგავსად სხვა ძველი კულტურული ხალხებისა, საქართველოშიც ამულეტების ტარების ტრადიცია უძველესი დროიდან მომდინარეობს და ფეტიშიზმსა და მაგიას უკავშირდება. უსულო საგნების მიმართ თაყვანისცემა და მათთვის ზებუნებრივი ძალის მინიჭება დამახასიათებელია რელიგიის განვითარების ნებისმიერ სტადიაზე მყოფი ადამიანისათვის. ამ ჩვევების ადრინდელი ფესვები კარგად იძებნება არქეოლოგიურ ძეგლებში. ამულეტებად გამოყენებული ქვის საკიდები ჯერ კიდევ ზედა პალეოლითის ძეგლებშია დამოწმებული. ფუნქცია-დანიშნულების მიხედვით ამულეტები არსებობს ავი თვალის საწინააღმდეგო, მოსავლის დამცავი, სამკურნალო,სიუხვისა და კეთილდღეობის მომტანი. სამეცნიერო ლიტერატურაში მიღებულია ამულეტების შემდეგნაირი კლასიფიკაცია: 1.ამულეტები, რომლებიც მიეკუთვნება ორგანულ ბუნებას (ადამიანისა და ცხოველთა სხეულის ნაწილების გამოსახულებები, მაგ., ხელი, ფეხი, კბილი, ეშვი)2.არაორგანული ბუნების ბუნების ობიექტები (ქვების, ნიჟარების, მძივებისაგან გაკეთებული ამულეტები). 3.მატერიალური და სულიერი კულტურის ამსახველი ნივთები (რკინის ნაკეთობები, ქსოვილები, მაგიური სიტყვები, შელოცვები).

ლიტ.:ე. ნადირაძე, მსოფლიო რელიგიები. თბ., 2001.

წყარო: ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია : (ძირითადი მახასიათებლები) / [შემდგ. : ნ . ანთელავა, მ. ბუკია, ი. კვაშილავა, მ. ჩუხუა]; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი .- თბ. , 2023 .-.თავფურც. ავტ. აღნიშნული არ არის . – ბიბლიოგრ. : გვ. 682-694694 .- ISBN 978-9941-503-98—6.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9