აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან
ანდ

ანდაბი \\ ანდაფი

ხევსურული საგვარეულო სასაფლაოს უმცირესი სტრუქტურული დანაყოფი -უახლოესი ნათესაური გაერთიანების - მამების-სასაფლაო ადგილი. ანდაბთა გაერთიანება შედარებით მსხვილი ნათესაური ერთეულის, ე. წ. ძირის, სასაფლაოს ქმნის, ხოლო ამ უკანასკნელთა გაერთიანება -საგვარეულო სასაფლაოს.ხევსურული რწმენა-წარმოდგენების მიხედვით, საიქიოში გარდაცვლილ ახლო ნათესავთა საერთო სამკვიდროდაც ანდაბი ითვლება. ხევსურული სახელდების ყველა ტექსტში ნათქვამია: "საცა შენ სულ მაიხსენების, (იტყვიან გარდაცვლილის სახელს), შენ საცა ხარ, შენ ანდაბას", ან კიდევ: "სადაც შენ ხარ, გიგიავ, შენ სამყოფოი ას შენ ანდაფი". ამ შეხედულებებს კარგად ასახავს საიქიოს გახილვის მაგალითები, სადაც აღწერილია, თუ როგორ მიჰყავდათ გარდაცვლილ ნათესავთა სულებს -მგებრებს, ახალსული მის ანდაბაში.

ლიტ.:დ. გიორგაძე წარმოდგენები საიქიოზე ხევსურეთში\\მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის.XXI.თბ.,1981, გვ.139; რ.ხარაძე. ხევსურული "ძირი" და "გვარი" \\მიმომხილველი.1.თბ.,1949, გვ.198.

წყარო: ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია : (ძირითადი მახასიათებლები) / [შემდგ. : ნ . ანთელავა, მ. ბუკია, ი. კვაშილავა, მ. ჩუხუა]; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი .- თბ. , 2023 .-.თავფურც. ავტ. აღნიშნული არ არის . – ბიბლიოგრ. : გვ. 682-694694 .- ISBN 978-9941-503-98—6.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9