აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ არ ას ატ აფ აქ აღ აყ აშ
ანდ ანტ ანძ

ანძა

დიდ ნავზე, ხომალდზე აღმართული, საგანგებოდ შერჩეული მაგარი ხის ძელი, რომელზედაც აფრებია გაჭიმული და ქარის მეშვეობით ნავი მოძრაობაში მოდის. ძველ ქართულში ანძის შესატყვისი ტერმინებია: "ნაქუსი", "ცაყე',"ხალე","სახერველი". ანძა ისმება ნავის ფსკერზე მუხის ხეებისაგან გაკეთებულ ბუდეებში და მთელი აქცენტი გადატანილია მის მკვიდრად გამაგრებაზე, რათა მტკიცედ იდგეს ძლიერი ქარის ზემოქმედების დროს.

ლიტ.:ზ. კუტალეიშვილი. "ნაოსნობა საქართველოში". თბ., 1987

წყარო: ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია : (ძირითადი მახასიათებლები) / [შემდგ. : ნ . ანთელავა, მ. ბუკია, ი.…
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9