მოსავლიანობის გადიდების ეფექტური საშუალება. მეორეჯერზე ზეზეურად მოხვნა, ანეულის ხელახლად გადახვნა, გათერძილის ცერად, უფრო შორ-შორ კვალის გავლებით. აოშვა მსუბუქი სახვნელი იარაღით, კავით, ანდა ორხელათი ხდებოდა. მისი დანიშნულება დამწვარი ანეულის აქექვა-აფხვიერებაა,რათა მასში მობნეულ თესლს გასაღვივებლად მიწის სიღრმეში მოხვედრა გაადვილებოდა. საქართველოში აოშვა სხვადასხვა მეთოდით იცოდნენ: ნახნავის გასწვრივ, გარდიგარდმო, ჯვარედინად, დიაგონალურად, აყურით აოშვა, რაც ხელს უწყობდა მიწის სტრუქტურის წარმოქმნა-შენარჩუნებას.
ლიტ.,თ. ოჩიაური, ნიადაგის განოყიერება, საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული ატლასი, მასალები,1980;44.გ. ჯალაბაძე, აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, 1960:95; ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი. თბ.,2011.