აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ არ ას ატ აფ აქ აღ აყ აშ
არა არგ არდ არვ არზ არი არკ არმ არნ არტ არყ

არახუტუ\\ერამხუტუ

მეგრული ფოლკლორის პერსონაჟი, მიჯაჭვული გმირი -აფხაზი აბრსკილის ორეული. გადმოცემის თანახმად, არამხუტუ აფხაზი ყოფილა, მამამისს აფიცბა რქმევია. არამხუტუ ადამიანებს იპარავდა თურმე. ერთხელ ჯვარში მოსულა, ქალიშვილი მოუტაცნია და გაქცეულა.ქარდავებს ქრისტეს ხატისათვის შეუხვეწნიათ - არამხუტუს მუხლები მოჰკვეთე და გოგონა დაგვიბრუნეო. ქალიშვილის მამა და ქარდავები გამოსდევნებიან მოძალადეს, რომელსაც მუხლების ტკივილი მალევე უგრძვნია და მისი სრესა დაუწყია. ამიტომ მდევარიც მალევე დასწევია. ის მოუკლავთ, მოუჭრიათ თავი, რომელიც გრძელ ჯოხზე ჩამოუკიდიათ და მაცხოვრის ეკლესიის კარებზე დაურჭვიათ. აქვე მიუყუდებიათ არამხუტუს წვეტიანი ჯოხი - ლაბაშა, მისი საპირისწამლე კი ჯეგეს (წმინდა გიორგის )ეკლესიაში ჩამოუკიდიათ (ს. მაკალათია).

ლიტ.,ს. მაკალათია. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია.თბ.,1941, გვ., 368;ა. ჭანტურია. ეთნოგრაფიული ჩანაწერები. მეგრული რწმენა-წარმოდგენები და ზნე-ჩვეულებანი,თსუ შრომები. ტ. 227. ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია. თბ.,1982, გვ.230-231.

წყარო: ლიტ., ა. თანდილავა. ლაზური ლექსიკონი. მთავარი რედაქტორი მ. ჩუხუა. თბ.,2013. =ქართული…
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9