აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ არ ას ატ აფ აქ აღ აყ აშ
არა არგ არდ არვ არზ არი არკ არმ არნ არტ არყ

არაყი

ქართველ მთიელთა საწესო სასმელი,რომელიც ლუდთან ერთად(აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში), ყველა რელიგიური და საქორწილო წეს-ჩვეულებებისა და მკვდრის რიგის აუცილებელი ატრიბუტი იყო. არყის გამოხდის (გამოწურვის) ხევსურული ტექნოლოგია შემდეგნაირია: საარყედ ორგვარ ფქვილს -ფორსა (ალაოს) და ნაყრს იყენებდნენ. ამ უკანასკნელს ორი დღით ადრე წყალში ჩაყრიდნენ და მეორე- მესამე დღეს "ამაადუღებდნენ", გაანელებდნენ, კოდში (ასილაში)გადაასხამდნენ, საფუარსა და ფორს დაუმატებდნენ და მჭიდროდ დახურავდნენ. იგი სამი დღის განმავლობაში "იფუილებდა" და როცა დადგებოდა, ასადუღებლად საარყე ქვაბში გადმოასხამდნენ. დუღილის პროცესში ურევდნენ, რათა მასა ფსკერზე არ მიმწვარიყო. არყის სახდელი "ქარხანა" მოწყობილი იყო შემდეგნაირად: ერთმანეთის გვერდით ამოშენებულ პატარა ყორეებზე დადგამდნენ რვლის ყურშატიან ქვაბს. ხუფიანი ქვაბის ქვეშ ცეცხლს დაანთებდნენ. ქვაბის ზარფუში ყელით წყლით სავსე ხის გეჯაში გაყრილი ლულას უკავშირდებოდა. გეჯაში წყალს ხშირად ცვლიდნენ და ყინულსაც უმატებდნენ, ცივი წყალი ლულას აციებდა და ხელს უწყობდა ორთქლის არყად ქცევას, მისი ხარისხის გაუმჯობესებას.ადუღებულ საარყე ქვაბს ხუფს დაახურავდნენ, მოზელილი ნაცრით პირს დაუგოზავდნენ. პირველად გადმოსულ არაყს წვერის არაყი\წინწვერი\წინწარაქალი (წინ წანაქარი) ეწოდებოდა, ნაბოლოვარს კი -შამანი.

ლიტ.,ალ. ჭინჭარაული.ხევსურული თავისებურებანი. ტექსტებითა და ინდექსით. თბ., 1960, გვ.215-217.

წყარო: ლიტ., ა. თანდილავა. ლაზური ლექსიკონი. მთავარი რედაქტორი მ. ჩუხუა. თბ.,2013. =ქართული…
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9