აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ არ ას ატ აფ აქ აღ აყ აშ
არა არგ არდ არვ არზ არი არკ არმ არნ არტ არყ

არკებუზი

ცეცხლსასროლი იარაღი, ფითილიანი თოფის სახეობა, რომელსაც საქართველოში სიათას უწოდებენ. არკებუზი შედგება- კონდახის,ლულისა და ჩახმახისაგან. არკებუზის ჩახმახს წარმოადგენდა ლათინური "ს"-ისფორმის ბერკეტი, რომლის ერთ ბოლოზე დამაგრებული იყო ფითილი, ხოლო მეორე ბოლო სახლეტის ფუნქციას ასრულებდა. ვინაიდან "ს"-ის ფორმის ბერკეტს გველის ფორმა ჰქონდა, აქედან მიიღო მეორე სახელწოდებაც- სერპანტინი (ლათ. სერპეუს- გველი). სერპანტინის კონსტრუქციამ მსროლელს საშუალება მისცა, თავადვე გაესროლა (მეორე პირის დაუხმარებლად, რომელსაც ფითილი მიჰქონდა საფალიესთან), მაგრამ სწრაფსროლით, მიზანში სროლით და ტყვიის ხვრეტითი ძალით არკებუზი ძალიან შორს იყო სრულყოფილებისაგან. სერპანტინიანი ჩახმახები შეიქმნა მე-14 ს-ის მეორე ნახევარში, თანდათანობით დაიხვეწა და მე-15 ს-ის ბოლოს ზამბარიანი ფითილის ჩახმახების სახით მოგვევლინა.ასეთ იარაღსაც ევროპაში არკებუზს,რუსეთში "пышаль" -ს უწოდებდნენ.

ლიტ.:ЖУК. А. Б. Энциклопедия стрелкового оружия. Москва1998.დ. ჩუბინაშვილი -ქართულ-რუსული ლექსიკონი,1984. ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი. თბ., 2011.

წყარო: ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია : (ძირითადი მახასიათებლები) / [შემდგ. : ნ . ანთელავა, მ. ბუკია, ი. კვაშილავა, მ. ჩუხუა]; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი .- თბ. , 2023 .-.თავფურც. ავტ. აღნიშნული არ არის . – ბიბლიოგრ. : გვ. 682-694694 .- ISBN 978-9941-503-98—6.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9