აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ არ ას ატ აფ აქ აღ აყ აშ
არა არგ არდ არვ არზ არი არკ არმ არნ არტ არყ

არმანი\არმანა

კუთხ. ქვ.იმერ.,ზ. რაჭა, ლეჩხ.

კედელთან მიდგმული და დამაგრებული რამდენიმე განყოფილებიანი, კარებიანი სათავსი (შდრ.,ბუჯერი ქვ. რაჭა, იმერ.).გამოიყენება პურისა და ჯამ-ჭურჭლის შესანახად.კეთდებოდა კერის უკანა მხარეს. არმანზე, წესისამებრ, ვარცლი უნდა მდგარიყო. არმანი და ვარცლი ფიგურირებდა წმ. შიოს დღეობის ყველიერის ხუთშაბათის დღესასწაულში: ოჯახის უფროსი აიღებდა ორ კვერცხს, ორ განატეხს (კვერს) და წმინდა შიოს შესთხოვდა ოჯახის ბარაქიანობას. შემდეგ კვერცხებსა და კვერებს არმანში ინახავდა. ვარცლზე კი ღვინით სავსე ჭიქას დგამდა. ხალხს სწამდა, რომ წმ. შიო გამოივლიდა და და თუ მისი მათრახის კუდი ღვინოში დასველდებოდა, ოჯახში დოვლათიანობა დატრიალდებოდა, თუ ჭიქა ცარიელი დახვდებოდა, ოჯახს წყევლა არ ასცდებოდა. ეს დღეობა განიხილება იმ დღესასწაულთა რიგში, რომელთა უმრავლესობა ბარაქიანობასა და ნაყოფიერებას უკავშირდება.

ლიტ.,ს. მაკალათია, მთის რაჭა. თბ.,1987; ა. კიკვიძე. "შუა სახლი" რაჭა-ლეჩხუმში\\ენიმკის მოამბე, ტ5-6.1940.

წყარო: ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია : (ძირითადი მახასიათებლები) / [შემდგ. : ნ . ანთელავა, მ. ბუკია, ი. კვაშილავა, მ. ჩუხუა]; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი .- თბ. , 2023 .-.თავფურც. ავტ. აღნიშნული არ არის . – ბიბლიოგრ. : გვ. 682-694694 .- ISBN 978-9941-503-98—6.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9