1.მიწის გადასატანად მოწყობილი ფიცარი; 2.სამიწათმოქმედო იარაღი, რომელიც ხის სახელურიანი რკინის პირისა და მასზე გამობმული თოკისაგან შედგებოდა. იგი ტერასების მოსამზადებლად, დაბარული, დამუშავებული მიწის გადასაადგილებლად- გადასაწევად გამოიყენებოდა. არნაბაზე ორი კაცი მუშაობდა, ერთს არნაბა სახელურით ეკავა და ქვემოთ აწვებოდა, ხოლო მეორე არნაბის პირის კიდეებზე მიმაგრებული თოკით მიწას სწევდა, ახვეტავდა. საბას მიხედვით, არნაბი\არნადი - ბზის გასახვეტი.
ლიტ.,ი. ჭყონია. სიტყვის კონა. საბა-სულხან ორბელიანის და დავიტ ჩუბინაშვილის ლექსიკონებში გამოტოვებული სიტყვები. სპბ., 1910; ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი. აჭარა. პროექტის ავტორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი ნ. მგელაძე.რედაქტორი რ. მეტრეველი. ბათუმი, 2018.